LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ნანიტაშვილი: „მანანა ბერიკაშვილის სიძეობამ ძალიან ბევრ საქმეში ხელი შემიშალა…“

3836
berikashvili

„რუსთავი 2“-ის ახალი იუმორსიტული გადაცემის წამყვანი, მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი მანანა ბერიკაშვილის სიძე გახლავთ და როგორც „სარკესთან“ ამბობს, ამან ბევრ რამეში შეუშალა ხელი.

ნიკო ნანიტაშვილი:

„მანანა ბერიკაშვილის სიძეობა არ მაკომპლექსებს. ბევრი მიიჩნევს, რომ მან მიმიყვანა მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც, მუსკომედიის თეატრშიც, „პოსტივიზეც“ და „რუსთავი 2“-ზეც. ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ხომ არ დავუწყებ ადამიანებს ამის მტკიცებას?! ვინც თეატრში დადის და ვისაც უყურებია ჩემი ორწლიანი სატელევიზიო ეთერისთვის, ყველამ იცის, ვინ ვარ. რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, არასოდეს არაფერი გამიკეთებია ვიღაცის ჩარევiთ, ან ვიღაცის დარეკვით. ჩემმა სიდედრმაც აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საქმეში ხელი შემიშალა მანანა ბერიკაშვილის სიძეობამ… ბევრ პროექტში დავიბლოკე მანანას გამო. 18 წელი ვცეკვავდი და ძალიან მინდოდა, პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიმეღო მონაწილეობა. იმის ამბიციაც არ მქონდა, მაინცდამაინც მონაწილეებს შორის მოხვედრილიყავი, უბრალოდ, მინდოდა სინჯები გამევლო. მაშინ უთხრეს მანანას, თქვენი სიძე რომ არის, რას იფიქრებს ხალხიო. მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც არ ვნანობ, ამ ოჯახში რომ ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები