LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს D ვიტამინის ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიღებამ?

327
zazatelianews

ცნობილი დერმატოლოგი, ზაზა თელია დე ვიტამინის გამოყენებაზე „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ბუმია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მისი თქმით, სამწუხაროდ, ექიმები ამ ვიტამინის მოხმარების რეკომენდაციას ზოგჯერ მყარი მიზეზის გარეშე გასცემენ.

ზაზა თელია:

„რანდომიზებულმა კვლევებმა და კრიტიკულმა შეფასებამ ცხადყო, რომ დე ვიტამინის საკვები დანამატის სახით მიღება არ არის ასოცირებული რაიმე ტიპის სარგებელთან და სამწუხაროდ, ანალიზის პასუხის ინტერპრეტაციაც კი ხდება. ნორმის ზღვრებიც დარღვეულია, მათ შორის საქართველოში. რეალურად დღეისათვის ექსპერტთა შეხედულებები დგას წინა საფეხურზე და არა კვლევები.

ჰიპერვიტამინოზი, ანუ ვიტამინების მოჭარბება ორგანიზმში – დანამატის სახით როდესაც იღებენ ადამიანები ვიტამინებს, ამისი დიდი რისკია.

ექვსასიდან რვაას ერთეულამდე რეკომენდებული ნორმა  და თქვენ რომ გადახედოთ, რა რაოდენობის დე ვიტამი ინიშნება, საგანგაშოა. 4000-5000 ერთეული დღის განმავლობაში, რეკომენდებული კი 800 ერთეულამდეა. აქ ასაკსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი რისკი გვაქვს, რომ განვითარდეს ტოქსიკურობა, ანუ დე ვიტამინით მოიწამლოს ორგანიზმი. დე ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის შექმნაში და რეზერვის შექმნაში ეხმარება, როცა მისი რეზერვი შევსებულია, ზემოდან რომ ვიღებთ ზედმეტად, კალციუმი დეპოს სახით ჩალაგდება სისხლძარღვებსა და რბილ ქსოვილებში, იმატებს თირმელებში კენჭების გაჩენის რისკიც.

დე ვიტამინის მიღებამ კოვიდ-19-ის დროსაც ვერ ანახა ვერანაირი სარგებელი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g