LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თელია: „ფიზიკური დასჯა არ ამცირებს და პირიქით, ზრდის ბავშვის ქცევის პრობლემებს დროთა განმავლობაში…“

177
ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში გვიზიარებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბავშვის დასჯას:

„ბავშვის ფიზიკური დასჯა და ამ ქმედების გამოსავალი.

ჩატარებული 69 პროსპექტული წრფივი კვლევების შედეგი.

დასკვნა – 7 მთავარი შედეგი:

  1. ფიზიკური დასჯა არ ამცირებს და პირიქით, ზრდის ბავშვის ქცევის პრობლემებს დროთა განმავლობაში
  2. ფიზიკური დასჯა არ არის ასოცირებული დადებით გამოსავალთან გარკვეული პერიოდის შემდეგ
  3. ფიზიკური დასჯა ზრდის ბავშვის დაცვის სერვისების ჩართვას პრობლემური შემთხვევებისას
  4. სამეცნიერო მტკიცებულებამ გამოავლინა რომ ერთადერთი რასაც ბავშვის დასჯა მოიტანს, არის ქცევის ექსტერნალიზაცია (უარყოფითი ქცევა სახლის გარეთ ხილულ ფორმებში გადავა)
  5. ფიზიკური დასჯა დაკავშირებულია ბავშვის ქცევის გაუარესებასთან დროთა განმავლობაში (Quasi-experimental studies)
  6. არსებობს ძლიერი კავშირი ფიზიკურ დასჯას, ბავშვის ზიანის მომტან გამოსავალს და ბავშვის და მშობლის ხასიათის ჩამოყალიბებაში
  7. არსებობს მტკიცებულება „დოზა-რეაგირების” ურთიერთქმედებაზე

აქედან გამომდინარე, ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია“.

რომელია შენი მავნე ჩვევა? – ზაზა თელია ასახელებს 13 ჩვევას, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

რა არ უნდა გავაკეთოთ ვარჯიშის დროს – ზაზა თელიას რეკომენდაციები

მავნე ჩვევები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ – ზაზა თელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები