პოდკასტ „ჩვენ“-ის ახალ ეპიზოდში დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა იმ გავრცელებულ მითებსა და სახიფათო ტენდენციებზე, რომლებიც კანის მოვლას, რუჯის მიღებასა და აკნეს არასწორ მკურნალობას უკავშირდება.
ექიმი კატეგორიულად გმობს საზოგადოებაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ადამიანები ზღვაზე წასვლამდე, კანის „მოსამზადებლად“, სოლარიუმს სტუმრობენ. ზაზა თელიას განმარტებით, მოსაზრება, თითქოს „სანამ ზღვაზე წავალ, მანამდე უნდა ვიარო სოლარიუმში, რომ მერე ზღვაზე არ დავიწვა“, არასერიოზულია. ექიმი აღნიშნავს, რომ სოლარიუმი ორგანიზმისთვის გამანადგურებელ ძალას ატარებს და საფრთხეს მხოლოდ კანს არ უქმნის.
„სანამ ზღვაზე წავალ, დავდივარ სოლარიუმში, რომ მერე ზღვაზე არ დავიწვა – არასერიოზულია. სოლარიუმში გამოსხივება ცხრაჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში არსებულ ულტრაიისფერ სხივებს და იქ ვინც შევა, ალბათ, საკუთარი თავი არ უყვარს. ეს გავლენას ახდენს ყველაფერზე, გულზე, თირკმელებსა და ღვიძლზე…
საერთოდ, აკნე არის ჩემი ტკივილი. კი, გარუჯვით შეიძლება გამონაყარი შემცირდეს, მაგრამ რუჯის გადასვლასთან ერთად, მერე უფრო „კატასტროფული“ გამონაყარი დაიწყება… ამ დაავადებების დროს გამოყენებულ მედიკამენტებზე რა კონსპირაციებიც არის საზოგადოებაში შექმნილი, აი, ამით არის „დაღუპული“ პაციენტების უმრავლესობა“- ამბობს ზაზა თელია.
@chven_byketo 🎙️სრულად YouTube არხზე: ,,ჩვენ” 👨⚕️ ლინკი bio-შია! 🌟 #კანი #აკნე #ზაზათელია #ექიმი #ჯანმრთელობა ♬ original sound – ჩვენ • Chven
ის, რაც კანის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს – იხილეთ სრულად YouTube არხზე
