პარტია “გირჩმა” 2020 წლის გათამაშებაში ჩართულ ადამიანებს შორის დაპირებული “პორშე” პირდაპირ ეთერში გაათამაშა და გამარჯვებული გამოავლინა.
პორშეს მფლობელი ჯუბა გრიგოლია გახდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს “გირჩის” გათამაშების მხოლოდ პირველი ეტაპია, ამიტომ ვინც წინა წელს გათამაშებაში არ ჩართულა, მათ მონაწილეობის მიღება ამ არჩევნებზე შეუძლიათ.
“თუ ხარ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, 2021 წლის 2 ოქტომბრის 23:59-მდე დარეგისტრირდები ჩვენს საიტზე (სარეგისტრაციო ბმული – https://www.girchi.com/ge/user/register)
მოხვალ 2 ოქტომბრის არჩევნებზე, საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ გადაიღებ ისეთ ფოტოს / სელფს, რომ მასთან ერთად ჩანდეს საარჩევნო უბნის ნომერი (ცესკოს დაფა, უბნებზე რომაა გაკრული ხოლმე)
ამ ფოტოს 2 ოქტომბრის 23:59-მდე ატვირთავ ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე (პოსტი უნდა იყოს საჯარო)
მოდი არჩევნებზე! არჩევნები მომგებიანია!” – წერია გირჩის ოფიციალურ მიმართვაში.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გირჩის პოლიტიკოსებმა პირობა დადეს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, პარტიებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსებით, მათთვის ვინც 31 ოქტომბრამდე დარეგისტრირდებოდა მათს პორტალზე, ავტომობილ Tesla-ს გაათამაშებდა.