„თუ ყველა მივალთ არჩევნებზე, ჩვენ ვართ მობილიზებულები, უმრავლესობა ოპოზიციის იქნება. დავსხდებით, შევკრავთ უმრავლესობას, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია“ , – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერის მქონე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა მედიასთან შეხვედრაზე ისიც თქვა, რომ არჩევნების შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია საარჩევნო უბნებზე მივიდეს ბევრი ხალხი, მისივე სიტყვებით, სულ ერთია ვისი ამომრჩეველი იქნება ის.
„მთავარი გარანტია არგაყალბების და მშვიდობიანი ცვლილების არის ბევრი ხალხი უბნებზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის აძლევთ ხმას, ბევრი ხალხი უბნებზე ნიშნავს, რომ ვერ აყალბებენ და ცვლილება მშვიდობიანად ხდება.
2 – 3 ოქტომბერს ღამე შეიკვრება კვალიციური უმრავლესობები ძალიან ბევრ ადგილას, თბილისის ჩათვლით, პირდაპირ გეუბნებით.
გამარჯვება ნიშნავს ამას – შეიკვრება კვალიციური უმრავლესობები და დაიწყება ჩვენს პარნტიორებთან ერთად მოლაპარაკებები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე, ეს არის”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.