LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო, მდიდარი და ნატო-ს წევრი უსაფრთხო ქვეყანა – ჯაფარიძე

71
ფგჯჰფ

ჩვენ გვჯერა, რომ 2 ოქტომბერს ფაქტობრივად დასრულდება „ქართული ოცნების“ მმართველობა ამ ქვეყანაში და ძალაუფლებას გადმოვიბარებთ ჩვენ, აქ მსხდომი ხალხი, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ნიკა მელიასთან და ელენე ხოშტარიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელია: 2 ოქტომბერს „ოცნება“ მარცხდება, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში

მისი თქმით, ქვეყანაში მომავალ წელს ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანას პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში კოალიციური მთავრობა ეყოლება, რომლის ნაწილიც ჯაფარიძის განცხადებით, მათთან ერთად იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიები.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, ნამდვილი სასამართლო და საბოლოო ჯამში გვინდა მდიდარი და ნატო-ს წევრი უსაფრთხო ქვეყანა. ეს არის ის, რაზეც პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია არის შეთანხმებული და ამ საკითხებში საკამათო არაფერია. არის უამრავი წვრილმანი დეტალი, რომელზეც მომავალში მოხდება შეთანხმება, მაგრამ პრინციპულად გეზი, საით უნდა წავიდეს ქვეყანა ჩვენ შეთანხმებული გვაქვს. ჩვენში არ ვგულისხმობ მარტო აქ მსხდომ სამ პარტიას, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.

ერთადერთი, რაც დარჩა არის 2 ოქტომბერს ამ ქვეყნის მოქალაქეების მისვლა საარჩევნო ურნებთან და ამ შედეგის გაფორმება. ერთადერთი, ვისაც ეს არ აწყობს, ვისაც არ უნდა ძალაუფლების დათმობა და ვინც ამას ეწინააღმდეგება ფულით, ძალადობით, შანტაჟით და სუს-ის გამოყენებით, ეს არის „ქართული ოცნება“, მაგრამ არ გამოუვათ და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ასე მოხდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები