LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: 2 ოქტომბერს „ოცნება“ მარცხდება, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში

74
88c658e4ce0e73658187bf8a10ceacdb-XL

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიური პარტიების ნაწილმა ერთობლივი და შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის დაწყებისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ “ერთადერთი, რაც არის დარჩენილი ორ ოქტომბერს, ეს არის გამარჯვების გაფორმება”.

“2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში, – აცხადებს მელია.

მისივე სიტყვებით, დარწმუნებულია, რომ “ქართველი ერი, მოსახლეობა არ დაუშვებს, ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩეს ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები, არც ითვალისწინებს სახელმწიფო ინტერესები”.

“ერთადერთი, ვინც აპირებს, რომ უსამართლოდ და ძალადობით შედეგები სხვადასხვა მანიპულაციების გზით არ დადგეს იმდაგვარი, როგორი ნებაც არსებობს საზოგადოებაში, ეს არის „ქართული ოცნება“. ამის საწინააღმდეგოდ შემუშავებული გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები, გათვალისწინებული გვაქვს წინა არჩევნების მანიპულაციები და დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან. ამაზე და არა მხოლოდ ამაზე, სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც გვინდა ძალიან გულწრფელად თითოეულმა ჩვენგანმა გაგცეთ პასუხი, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი ბევრი თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g