LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე ტყუილისთვის ბოდიშს იხდის

131
მამუკკკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტყუილისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა ამასთან, ფაქტს უხერხულობას უწოდებს.

“გონიათ, რომ ბოდიშის მოხდა გამიჭირდება?! ჩემთვის პირველი იყო ასეთი უხერხული სიტუაცია. ახლავე შემიძლია გუშინდელი უხერხულობისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადო და მე ამას ვაკეთებ”- განაცხადა მდინარაძემ.

საქმე ეხება მმართველი პარტიის გუშინდელ განცხადებას, რის თანახმადაც, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში  არათუ არ იმყოფებოდა, არამედ მას უკრაინის საზღვარიც კი არ ჰქონდა გადაკვეთილი.

მამუკა მდინარაძე მედიის ნაწილს “თაღლითობაში” ადანაშაულებდა.

magti 5g