LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ მივეცი ხმა, ამის მჯერა: ზურაბ ჯაფარიძე

57
ზურა ჯაფარიძე გირჩი

ხმა მივეცი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ვითომ განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, კაი ბიჭურს რომ აწვებიან და დღეს რომ “შისტიორკებად” არიან გადაქცეულები, აი, მაგათ წინააღმდეგ მივეცი ხმა. – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემისას განაცხადა.

“იმ ხალხის წინააღმდეგ მივეცი ხმა, ვითომ სასულიერო პირები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში კანში და ჯიბეებში რომ ვეღარ ეტევიან, რომ 41-ს დაუჭირონ მხარი.” – განაცხადა ჯაფარიძემ

“კიდევ ვითომ ბიზნესმენების წინააღმდეგ, სინამდვილეში ცეხავიკები რომ არიან, მათ წინააღმდეგ, იმათ წინააღმდეგაც მივეცი ხმა, ვითომ საჯარო მოხელეები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში არაფერს არ აკეთებენ და ახლა კოორდინატორებად რომ არიან გადაქცეულები და რომ არბენინებენ ხალხს აქეთ-იქით. დღეს ვინც ამას აკეთებს, ყველას წინააღმდეგ მივეცი ხმა” – განაცხადა ჯაფარიძემ

როგორც პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი აცხადებს, მან საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ მისცა ხმა.

“შემოვხაზე ჩემი პარტია, გირჩი – მეტი თავისუფლება, მერობის არჩევნებზე მხარი დავუჭირე ნიკა მელიას და ვაკეში მაჟორიტარად შემოვხაზე ბათუ ქუთელია დროადან. ” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g