LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა

59
capture-7.png

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება.

„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g