საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, 26 მაისს საქართველოში ვიზიტი დაადასტურა დღეს ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს და ისაუბრეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.