LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მშიშარაა, კურდღელია, გადაგვაგდებსო… ახლა რას იტყვით, ნაძირალებო” – გუბაზ სანიკიძე ივანიშვილს მიმართავს

300
BeFunky-collage (2)

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიზე ბიძინა ივანიშვილის მიმართავს, წარმოიდგინოს თავი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში.

“ბიძინა ერთი რამ მინდა გითხრა რა, აუცილებლად წარმოიდგინე შენი თავი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში, ის მართავდა ქვეყანას და ახლა უსამართლოდ ზის ციხეში. შენ მართავდი და ახლაც მართავ ქვეყანას და მოვა დრო, შენ სამართლიანად ჩაჯდები ციხეში.

ბიძინა შენ დაუშვი პრეცენდენტი ამ ქვეყანაში და ეს აუცილებლად გავრცელდება თქვენზე. ამ გზავნილს მიიღებს კი არა ღამე არ სძინავს.

მიშა ციხეში ბიძინასთვის არის ატომური ბომბა ყურქვეშ.

ბიძინასთვის მიშას აქ ცამოსვლა და მითუმეტეს ციხეში ჩასმა ყველაზე ცუდი სიზმარი იყო. ყველანი, ვინც ლაპარაკობდით, რომ მშიშარაა, კურდღელია, ვერ ჩამოვა, გადაგვაგდებს… ახლა რას იტყვით, ნაძირალებო. ფაქტის წინაშე დააყენა ერთმა კაცმა საქართველო”,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “ფორმულას” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები