LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდი, დავიწყოთ ბოდიშით – შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა

162

“მოდით დავიწყოთ ბოდიშით” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან გააკეთა.

გიორგი გახარიამ, ასევე მიმართა აქციის მონაწილეებს და სამუშაო ფორმატში გადანაცვლება სთხოვა. მინისტრის თქმით, ის მზადაა ხვალ 10:00 საათზე აქციის მონაწილეების ნაწილთან ერთად განიხილოს, პარასკევი საღამოს ყველა დეტალი.

“მე ვიხდი ბოდიშსს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე თანამშრომლმა. ასევე მინდა გთხოვოთ თქვენ, რომელმაც შეურაცყოფა მიაყენეთ ფორმაში ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, მათაც უთხრათ ბოდიში.

ჩვენი ყველას საერთო ამოცაანაა ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. თქვენ იცით რომ თქვენი გამოხატვის თავისუფლება ამ მოედანზე არ შეუზღუდავს არავის. იცით რომ თითოეული პოლიციელი ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებახე. ახლა იმისთვის რომ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც არის, ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი, იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენ წინაშეა, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, ხვალ დილით 10 საათზე, თქვენ წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავ პარასკევის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელიც  რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით რომ უფლება დაირღვა, იქნებიან უფლება აღდგენილი. ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.  ვთანხმდებით, იმაზე რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია თავისუფალ ქალაქში შევიკრიბოთ და ან ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას.

მე მინდა გთხოვოთ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ამოცანა იქნება უმნიშვნელო. თითოეული ქართველი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი და არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციასა და რელიგიურ კუთვნილებას არ აქვს,” – მიმართა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g