LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას სანდრა რულოვსი, მისი შვილები და გიული ალასანია ითხოვენ

1494
D1B73BF8-695E-46DE-B0DB-25CB2E0B2B27

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დედა – გიული ალასანია და ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ მისი შვილებიც.

გელხაურის განცხადებით, შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა, ის ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.

„რაც შეეხება პაემნებს, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი დართავენ თუ არა გიული ალასანიას სააკაშვილის მონახულების უფლებას.

მაქსიმალურად ცდილობენ იზოლაცია მოახდინონ და მიხეილ სააკაშვილს ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნან.

ფაქტობრივად, ჩვენი მეშვეობით ის ყველანაირ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, ამ ხერხით, თუნდაც, ტელევიზორის არ მიცემით, ვერ მიაღწევენ ფსიქოლოგიურ წნეხს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები