LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაზე “ბასიანის” გახსნის საკითხს განიხილავენ

45

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ივანე გეთიას ინფორმაციით, შსს-ში დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაზე კლუბის გახსნის საკითხს განიხილავენ.

როგორც გეთიამ განმარტა, ვინაიდან დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილებოდა, კონკრეტულ და შინაარსობრივ დეტალებზე საუბარი დღეს არ შემდგარა.

ის, რაც მოხდა 12 მაისს, იყო არასწორი და მიუღებელი ფაქტი. კლუბის გახსნის საკითხი განიხილება ხვალ, ვინაიდან ეს, ასე ვთქვათ,მსხვრევადისაკითხია და ბევრ რამეზე დაფიქრებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დავიტოვეთ ხვალისთვის. ეს არ არის ერთი და ორი კაცის და ერთი და ორი კლუბის აქცია. ეს არის ხალხის ხმა და შესაბამისად, გვჭირდება ლეგიტიმაცია ჩვენი თანამებრძოლებისგან, – განაცხადა გეთიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g