LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტებისთვის ბინები ყველაზე იაფი საქართველოშია

155

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ბინები ყველაზე იაფი საქართველოშია. Airbnb-ის მიხედვით, საქართველოში ბინების საშუალო ფასმა აპრილში $45 (110 ლარი) შეადგინა. საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ტურისტებისთვის ბინები ყველაზე იაფი საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Policy and Management Consulting Group – PMCG ავრცელებს. მათივე ცნობით, ბინების ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რუსეთში დაფიქსირდა-134$, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი-$53, თურქეთი-$50 და სომხეთი-$49.

საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალქებს შორის, ბინების დაჯავშნა ტურისტებს ყველაზე იაფად თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეუძლიათ-$35, ბინები ყველაზე ძვირი მოსკოვშია-$130. თბილისში ბინების საშუალო ფასმა $44-შეადგინა, ერევანში-$49, ხოლო ბაქოში-54$.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g