LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში Airbnb-ის ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა: ყველაზე ხშირად ჯავშნები რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებისგანაა

95
1_yz1lpicxnnw6ubmp2m-0rq.png

საქართველოში Airbnb-ის ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, ყველაზე ხშირად ჯავშნები რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებისგანაა. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ WeHost-ის თანადამფუძნებელმა ნიკა ანჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 4 თვეა 90%-იანი დატვირთვაა.

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, პირველი სამი კვირა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, გაიზარდა ფასები და დატვირთულობაც, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ზრდა მხოლოდ ამ მოცემულობასთანაა კავშირში. ჩვენი სექტორი წინა წლიდან ნელ-ნელა ვითარდებოდა. პანდემიის დროს პატარა სასტუმროებზე ნდობა დაიკარგა, უსაფრთხოების კუთხით ხალხი მაინც ბინებს არჩევდა და ამანაც ხელი შეუწყო. კიდევ ერთი ფაქტორი – გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, ზოგადად ტურიზმი მსოფლიოში გაძვირდა, საქართველო ევროპელებისთვის ცოტა ბიუჯეტურ ქვეყნად რჩება. ამ ფაქტორებმა ერთობლიობაში ჩემი აზრით გამოიწვია ის შედეგები, რაც ახლა გვაქვს და 2019 წლის მაჩვენებელს გადავასწარით”, – აღნიშნა ნიკა ანჯაფარიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, WeHost Airbnb-ის მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში, რომელიც მეპატრონეებს Airbnb მენეჯმენტში, ანუ ტურისტებზე ბინის დღიურად გაქირავებაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები