„პირბადეებიდან გამომდინარე ყველას უღიზიანდება კანი, უშრება, ამიტომ უპირატესობას მოვლას ანიჭებს, ვიდრე კოსმეტიკას“, – საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ პარფიუმერული კომპანია „ისი-პარის“ დირექტორი მაია პაპალაშვილი საუბრობს.
ის ამბობს, რომ პანდემიამ და პირბადის ტარებამ კოსმეტიკის საშუალებებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. „შესაბამისად, ახლა კოსმეტიკური ბრენდების დამატებით შემოტანა, რთულია,“ – აცხადებს პაპალაშვილი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარფიუმერიულ ბაზარზე „ისი-პარი“ 18 მაღაზიაა წარმოდგენილი. 2022 წლის დასაწყისისთვის კი კომპანია 2 ახალი ფილიალის დამატებას განიხილავს, კერძოდ: რუსთავსა და თელავში.