LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია, სადაც ე.წ. “ხრუშოვკები” დგას

145
ხრუშჩოვკა

ბოლო 4 წლის განმავლობაში, 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ, ახლა მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან, ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველია ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ხმალაძის თქმითვე, მერიის მხრიდან ახალი პროგრამა შემუშავდა, რომელიც ავარიული შენობების სრულ დემონტაჟსა და მათი ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერი ამბობს, დღეს ყველაზე მეტი ავარიული შენობა ვარკეთილის მესამე მასივში დგას, ჯამში, თბილისში 10 000 ავარიული შენობაა.

„ერთ-ერთი ყველაზე ავარიული რაიონი არის ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც დგას 4 – ხუთსართულიანი ე.წ. “ხრუშოვკები” და მათი ჩანაცვლების ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა და ორი კომპანია უკვე მუშაობს ჩანაცვლების პროგრამაზე. თბილისის მუნიციპალიტეტს ჰყავს 10 რაიონული გამგეობა და მათი თანამშრომლები არიან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მოსახლეობასთან, ძალიან კარგად იციან თითოეულ საცხოვრებელ კორპუსს, უბანს თუ ქუჩას რა უჭირს, თუ ამის საჭიროება არის, ვატარებთ დროულად ექსპერტიზას, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო გამაგრებით სამუშაოებს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები