კოტე მათითაშვილი გართულებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანება და წერს სავალდებულო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.
გთავაზობთ ცნობილი ექიმის პოსტს:
„4 837 ახალი შემთხვევა
სანამ არ შემოვა სავალდებულო ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში, ასევე შეზღუდვები არავაქცინირებულთათვის, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივ ადგილებში, ამ კოვიდმარაზმში ვიცხოვრებთ. მარტივი ფორმულაა, მაგრამ არჩევნებია და ანტივაქსერთა ხმები ყველას სჭირდება, პოზიციან – ოპოზიციიანად. ეკონომიკა კი დუღს ამასობაში…“