„რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩვენს პოლიტიკას,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
აღნიშნულით კახა კუჭავა რუსეთის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის საგარეო უწყება გამოდის შეთავაზებით – დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით.
კახა კუჭავას თქმით, საქართველო პარტნიორებთან ერთად, რუსეთს ყველანაირ არაკანონიერ ქმედებაში ხელს შეუშლის.
„რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს და ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ მათ საბოლოოდ შევუშალოთ ხელი ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ამავე თემაზე: