LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 000 ადამიანი იქნებოდა პიკის დროს მისული: სოზარ სუბარი

148
1607707954-199512

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მოიკლეს თავი, ყველა, ვინც კი შეიძლებოდა გამოსულიყო, რომ გამოეყვანათ და რასაც მე მეუბნებიან, 13 000 ადამიანი იქნებოდა დღეს პიკის დროს მოსული , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე მოიხდის სასჯელს საპატიმროში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო ორ არჩევნებში დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთად, თითქმის ერთმა ამდენმა და რატომ გიკვირთ, რომ 13 000 ადამიანი შეიძლება გამოსულიყო მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში?! – 13 000 იყო და ახლა იქნება გაცილებით ნაკლები. რა პერმანენტული აქციებიც არ უნდა დაგეგმონ ხვალ, ზეგ – ეს რიცხვი იქნება გამეათედებული. ხალხის განწყობას ჩვენ დავინახავთ 30 ოქტომბერს, როცა ყველგან, სადაც არის მეორე ტური, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g