სავაჭრო პალატის ორგანიზებით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სლოვაკური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ორმხრივი ბიზნესშეხვედრები შედგება.
ფორუმზე მონაწილე სლოვაკეთის ბიზნესდელეგაციას ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან მსხვილი სლოვაკური კომპანიები წარმოადგენენ.
ღონისძიება, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება.