თბილისის ზოოპარკი ლამა დედა-შვილის ფოტოს ავრცეკებს.
ფოტო ახალი არ არის, თუმცა მასზე ის მომენტია აღბეჭდილი, როცა დედა-შვილი პირველად შეხვდა ერთმანეთს.
ემოციურ პოსტს ემოციური სტატუსიც ახლავს თავს:
“ამ ფოტოში დედა-შვილის პირველი შეხვედრის ემოციური მომენტია ასახული. მშობიარობის შემდეგ დედას რომ ბალღს გულზე მიახუტებენ და ყველა ტკივილი ავიწყდება ახალშობილი სოცოცხლის დანახვაზე.
ორიოდ საათის გაჩენილი ჰყავს ეს წვრილკისერა ცუნციკო. ჩვენებურად, ადამიანურად ვერ იხუტებს გულში. სამაგიეროდ თავისებურად, ალპაკურად ეალერსება: გაბურძგნულ თავს უცაცუნებს, ასუფთავებს, ეფერება… და თითქოს სახეზეც ეტყობა, რას გრძნობს და განიცდის ამ მომენტში”, – ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის “ფეისბუქ” გვერდზე.
https://www.facebook.com/TbilisiZoo/posts/10156603097919575