LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წასვლის დროა: პაპუ ისტორიაში, ხოჭოლავა საუკეთესოებში, კაშია სხვაგან

120

გიორგი პაპუნაშვილი „სარაგოსას”ისტორიაში შევიდა.
“ალბასეტეს” წინააღმდეგ პაპუმ 3 გოლი გაიტანა, რაც 12 წლის განმავლობაში ამ კლუბის მაისურით არავის გაუკეთებია.
“სარაგოსას” შემადგენლობაში ბოლოს 4 გოლი ცნობილმა არგენტინელმა ფორვარდმა, ჩემპიონთალ იგის მომგებმა და ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა, დიეგო მილიტომ 12 წლის წინ, ესპანეთის თასზე გაიტანა.
ჰეთ-თრიკის შესრულებით პაპუნაშვილი არაგონელთა ისტორიაში შევიდა.

 

 

გურამ კაშია თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს, მაგრამ დიდი ალბათობით, „ვიტესში“ მისვლიდან 8 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველი გუნდს დატოვებს – ამაზე ჰოლანდიელი ჟურნალისტები წერენ.

ქართველი კაპიტანი შესაძლოა, ამერიკაში ან ახლო აღმოსავლეთში გადავიდეს.

ინფორმაცია თავად კაშიამაც დაადასტურა, რომელმაც არნემულ კლუბში რეკორდი მოხსნა და მისი ფორმა 244 მატჩში მოირგო:

„31 წლის ვარ და შესაფერისი დროა, რომ ახალი გზით წავიდე და თავგადასავლები ვეძებო. ეს კლუბის ხელმძღვანელობას თავადაც ვუთხარი. ეს წინადადებები ადრეც მქონდა და შესაძლო წასვლაზე კლუბი და მისი ხელმძღვანელობა 7-8 თვის წინ გავაფრთხილე. საფეხბურთო კარიერა ხანმოკლეა, „ვიტესში“ კი უკვე რვა წელი ვთამაშობ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის კარგი იქნება, ძალები ახალ ქვეყანაში რომ მოვსინჯო. ახლა ამის ერთ-ერთი ბოლო შანსი მექნება. და თუ წავალ, ეს ფულის გამო არ მოხდება – არამედ, ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობა მსურს“.

ინტერვიუში კაშიას შემდეგი კომენტარი ადასტურებს, რომ ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი არნემულ კლუბს დაემშვიდობა:

„ვიტესთან“ შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. განსაკუთრებით, ბოლოს, როდესაც პლეი-ოფში ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვეთ. თუ ეს „ვიტესში“ ჩემი ბოლო თამაშები იქნება, გამოდის, გუნდს ფანტასტიკურად დავემშვიდობები. „ვიტესი“ ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, რადგან რაც ახლა ვარ, ამ კლუბის დამსახურებაა“.

 

 

დათო ხოჭოლავა Instat-ის მონაცემებით უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო მცველების სამეულში მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ პროგრამა დაყრდნობით გამოაქვეყნა.

Instat არის პროგრამა, რომელიც თითოეულ შეხვედრაზე ფეხბურთელის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. კერძოდ, გადაცემებს, ორთაბრძოლებს, მოგებულ ორთაბრძოლებს, გადაცემების ჩაჭრებს, ართმევებს, ვინ რამდენი ირბინა, რამდენი სპრინტი და აჩქარება გააკეთა.

მცველებში საუკეთესო მაჩვენებელი კიევის „დინამოელ“ ევგენი ხაჩერიდის დაუგროვდა, ხოლო მეორე-მესამეზე კი „შახტარის“ ფეხბურთელები, სერგეი კრივცოვი და ხოჭოლავა არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g