საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნული კინოცენტრი რუსთაველის გამზირზე (თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარედ) კინო კაფეს წარმოადგენს. კაფე გაფორმებული იქნება კინო ატრიბუტიკით, ქართული ფილმების პოსტერებით, ფოტოგადაღების ბანერთან კი მსურველები ფოტოებს ფილმების პერსონაჟებთან ერთად გადაიღებენ.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე კინო კაფეს ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტები – რეჟისორები და მსახიობები ესტუმრებიან. კაფის შესასვლელთან კი სტუმრებს „ნატვრის ხე” დახვდებათ, რომელსაც ისინი ფერად ნაჭრებზე დაწერილ მათი საყვარელი ქართული ფილმების სახელწოდებებს შეაბამენ.
კინო კაფეში სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.