LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უცნობია, ავთენტურია თუ არა. ბატონ პრეზიდენტს ეს კადრები არ უნახავს” – სააკაშვილის ადვოკატი

33
1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ეხმიანება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც  მიხეილ გატაცების სცენარზე საუბრობს.

თუთბერიძის თქმით, ეს ფაქტი არის იმის მაჩვენებელი, რომ პროკურატურა დეგრადირებულია, რადგან დალუქული მასალები კერძო კომპანიის ხელში აღმოჩნდა.

ადვოკატის განცხადებითვე, სააკაშვილს აღნიშნული კადრები არ უნახავს და ადვოკატებისთვისაც უცნობია, არის თუ არა ის ავთენტური:

“ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი, თუ როგორი დეგრადირებულია პროკურატურა საქართველოში. დალუქული მასალები, რომელიც ექსპერტიზას უნდა ჰქონდეს, რატომღაც კერძო კომპანიის ხელში აღმოჩნდა.

ჩვენთვის უცნობია, ეს კადრები ავთენტურია თუ არა. ბატონ პრეზიდენტს ეს კადრები არ უნახავს. ამ კადრებში არაფერი არ არის ისეთი, რაზეც შეიძლება ახსნა-განმარტების გაკეთება გახდეს საჭირო. ვნახოთ, რა არის ამ კადრების გამოყენების მიზანი და ამის შემდეგ შეგვეძლება მისი შეფასება.” – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედმა” გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გატაცების სცენარზე საუბრობს. მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იღებდა, მათ შორის, კი არის გატაცების სცენარიც.

ვრცლად ამავე თემაზე:

ვიდეო: ეს არის მოტაცება, არ ვიცი, რომელი სპეცსამსახურებიდან ვინ უწყობდა ხელს, არც ვიცი, სად მივყავარ – სააკაშვილი

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: აშკარად ჩანს, არ არის ფხიზელ მდგომარეობაში, გატაცებაზე ბოდავს

კაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, ორი დღე სხვადასხვა პროდუქტთან ერთად იმოგზაურა – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g