ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის გიორგი კეფაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, გიორგი კეფაშვილი ბაღში პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და საქართველოს მოქალაქე წაიყვანეს. ის ჯერ ოკუპირებულ ოტრევში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალიდან ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია.
მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.