გერმანული სტარტაპი Volocopter, რომელიც საზოგადოებრივი საჰაერო ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნითაა დაკავებული, იაპონიაში მფრინავი ტაქსის გაშვებას გეგმავს. კომპანიის გეგმის მიხედვით, ქვეყანაში პირველი სატესტო ფრენები 2023 წლიდან უნდა დაიწყოს. გარდა იაპონიისა უახლოესი 3 წლის განმავლობაში მფრინავი ტაქსები სინგაპურის, სხვა აზიური ქვეყნების და ევროპის თავზეც უნდა გამოჩნდეს. 2030 წლისთვის კი სამგზავრო დრონებს, სატვირთოებიც დაემატება.
მფრინავი ტაქსი volocity წარმოადგენს ორადგილიან საფრენ აპარატს, რომლის ფრენის მასშტაბიც 35 კილომეტრს შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ-ია.
Volocopter, რომელსაც Daimler-თან ერთად იაპონიის ნაციონალური ავიაკომპანია Japan Airlines-იც აფინანსებს, დღესდღეობით 400 თანამშრომელს ითვლის. გარდა ტაქსისას, ისინი მუშაობენ ასევე დრონზეც, რომელიც ტვირთის გადასატანად იქნება გათვლილი.
Volocopter შექმნის სპეციალურ აეროპორტებსაც, რომელიც ახალი ტიპის ტრანსპორტისთვის იქნება გათვლილი.