ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებები დაცულია და ამას მიეჩვია ყველა, მათ შორის პატიმრებიც.
“მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა, თუნდაც ნაწილობრივ არის მისი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს კობახიძე.
როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, მესამე პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით არსებობს საკვების მიღების პრპეცენდენტები.
“კლოუნადის დადგმის საშუალება არავის უნდა მივცეთ” – აცხადებს კობახიძე.
“იქნება უამრავი სპეკულაცია და ცრუ ინფორმაცია, გავიჭირვოთ რამდენიმე დღე. 30 ოქტომბრის შემდეგ ეს თემა აღარ იქნება დღის წესრიგში” – აცხადებს კობახიძე.
როგორც ის ამბობს, სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი არიან მიკერძოებულები და აქვთ პოლიტიკური ინტერესები, შესაბამისად მათი განცხადებები ბუნებრივია.
თუ შიმშლობის გამო რაიმე გართულება იქნება, კობახიძის განმარტებით პასუხისმგებლობას შესაბამისი უწყება აიღებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, არსებობს ვერსია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები გამოიხსნიან ციხიდან, კობახიძე პასუხობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ ახსოვს.
“რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ციხიდან ვიღაცამ გამოიხსნას” – აცხადებს კობახიძე
კობახიძის თქმით, მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა.