„კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის მიერ და ასევე იმართება გარეთ მისი მხარდამჭერების მიერ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, კობახიძემ „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოუწოდა, რომ თავისუფლების მოედანზე მივიდნენ.
„ჩვენი მართული აქცია იქნება 27 ოქტომბერს, ჩვენ ძალას იხილავთ და იმ ხალხს, რომელიც დგას ჩვენს უკან. 27 ოქტომბერს ყველას მოვუწოდებთ, გამოვიდნენ თავისუფლების მოედანზე იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაჩვენოთ ჩვენ ოპონენტებს, თუ სად არის ძალა და ვაჩვენოთ ის, რომ ამ ხალხს სურს თავისუფლება, ღირსება, განვითარება და არა არეულობა და რეგრესი, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვემუქრება.
კრიმინალების აქცია პრაქტიკულად ყოველდღიურად იმართება ციხეში ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის მიერ და ასევე გარეთ იმართება მისი მხარდამჭერების მიერ. კრიმინალები არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით კირკიტაძე, რას ჰგავდა გუშინ თქვენ ნახავდით, როდესაც რუსთავში ერთ-ერთ მოქალაქეს წიხლი ჩაარტყა, კრიმინალია უგულავა, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, კრიმინალია მელია , რომელიც პარლამენტში იჭრებოდა და მანამდე ბანკს აკოტრებდა და ა.შ. ესენი არიან კრიმინალები და მათ 30 ოქტომბერს გაეცემა პასუხი“ , – განაცხადა კობახიძემ.
პაპუაშვილი: ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე ოდესმე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ყოფილა