LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ აქციაზე მისულ საზოგადოებას „გუფი ლენდი“, გელა გნოლიძის ბენდი და ზუკა ხუციშვილი გაამხნევებენ

381
aqcianews

დღეს, 17:00 საათზე „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება, დამონტაჟებულია ტრიბუნა, ასევე სცენაც.

პოლიტიკური გამოსვლების მიღმა, დაგეგმილია შოუბიზნესის წევრების მონაწილეობით მუსიკალური ღონისძიება, შემდეგ კი ორი სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა მომღერლების ნაკრების შესრულებით.

ბაკურ ბაკურაძე, ღონისძიების რეჟისორი:

„გუფი ლენდი“, ზუკა ხუციშვილი, გელა გნოლიძის ბენდები გაამხნევებენ საზოგადოებას, რომელიც დაიწყებს მოსვლას. ისინი პერიოდულად შეენაცვლებიან ერთმანეთს.

შესრულდება საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსია, რომელიც გიორგი დონაძეს ეკუთვნის, ასევე გუშინ დასრულდა ქეთი გაბისიანის სრულიად ახალი ვერსია სიმღერისა „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც საუკეთესო მომღერლები იმღერებენ.

მხატვრულ მხარეზე ვისაუბრე, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ღონისძიება, გამოვლენ ლიდერები და შეაჯამებენ ოთხთვიან შრომას წინასაარჩევნო კამპანიისა.

ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g