LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური Euronews-ზე – კურორტის ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტი მომზადდა

110

Euronews-ზე გუდაურის ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტი მომზადდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საათნახევრიან რეპორტაჟში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი ხარისხის თოვლის საფარს და სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას.

მათივე ცნობით, გუდაურში Euronews-ის ჟურნალისტმა თხილამურით ისრიალა და ექსტრემალური შესაძლებლობები პარაგლაიდერითაც გამოსცადა. გუდაურის შესახებ რეპორტაჟი Euronews-ზე საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გუდაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ანტიკრიზისული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი სწორედ Euronews-ზე გუდაურის შესახებ რეპორტაჟის მომზადებაა, რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე კურორტის იმიჯის ამაღლება. „Euronews-ზე დამზადებული სიუჟეტი გუდაურის შესახებ მილიონობით ადამიანმა ნახა და ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუთხარით, თუ როგორი სამთო-სათხილამურო კურორტი გვაქვს, ამავდროულად ეს რეპორტაჟი გამოყენებული იქნება 2018/19 წლების ზამთრის კამპანიებისთვის“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g