LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერი და ბერი ელოდება რას იტყვის ბიძინა, მისი დაცვის წევრი კი მოდის ჩემთან და ზრდილობიანად მეუბნება: – ბიძინა ივანიშვილი საჯარო პირი არ არის და არაფერი ჰკითხოთ კარგი?: ნინო სამყურაშვილი

775
ნინო სამყურაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად იმყოფებოდა „მისი დაცვის წევრი მასთან მივიდა და უთხრა რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არაფერი ეკითხა, რადგან ის საჯარო პირი არ არის“.

„ერი და ბერი ელოდება რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე… საარჩევნო უბანზე ყველა ტელევიზიას პირდაპირი ეთერი აქვს, რეპორტაჟი ყველა ჟურნალისტს ადგილიდან მიჰყავს და შუა ეთერში მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი მოდის ჩემთან და ზრდილობიანად მეუბნება:

– ბიძინა ივანიშვილი საჯარო პირი არ არის და არაფერი ჰკითხოთ კარგი?

მე: – ოკ

გამაფრთხილა მიყვარს რეალობიდან ამოვარდნილი და ლოგიკას მოკლებული ამბები

#he isn’t public figure?!“, – წერს ნინო სამყურაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g