საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა.
ბიძინა ივანიშვილმა და ეკატერინე ხვედელიძემ ხმა მთაწმინდის #1 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცეს.
არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ყოფილ პრემიერს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია.