LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიქოვანი: ზუგდიდელებმა მხარი დაუჭირეს, რომ ჭეშმარიტად ზუგდიდელი ადამიანი იყოს ზუგდიდის მერი, ღირებულებითი არჩევანი გააკეთეს

89
229415629

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ზუგდიდელებმა მხარი დაუჭირეს იმას, რომ ზუგდიდის მერი, ჭეშმარიტად ზუგდიდელი ადამიანი იყოს. მისი შეფასებით, ზუგდიდელებმა ღირებულებითი არჩევანი გააკეთეს.

როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს უთხრა, მათ კიდევ ერთხელ უთხრეს უარი „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში.

ამ განცხადებით ჩიქოვანმა, თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას გამარჯვება შეაფასა და თქვა, რომ მამუკა წოწერია იქნება ისეთი მერი, რომელიც ზუგდიდს მეტად მიმზიდველს გახდის.

„გუშინდელი დღე საკამოდ დაძაბული იყო, სამწუხაროდ, ამ დაძაბულობის წყარო იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი აქტივი, ასევე გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ იყვნენ იმ მედიის წარმომადგენლები, ვინც პრაქტიკულად „ნაციონალურ მოძრაობის“ გაგრძელებას წარმოადგენენ.

დაძაბულობის მიუხედავად, საარჩევნო დღემ ნორმალურად ჩაიარა, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული, წილი ნაყარია, მამუკა წოწერია უკვე ზუგდიდის მერია. მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია რაიმე შედეგს აღიარებდა გარდა მათი გამარჯვებისა, ჩვენ არ გვქონია.

რა თქმა უნდა, არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომელსაც შეუძლია მიმართონ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგი არ შეიცვლება! ზუგდიდელების მხრიდან შედეგი არის თავისუფალი არჩევანი,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კობახიძე: ესაა პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით შევძელით

პოპულარულები