LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ესაა პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით შევძელით

136
დვსდვ

ესაა პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ ეს შევძელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდია, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე სიტყვებით, მათ მიერ მოპოვებული  გამარჯვება არის “ქართული ოცნების” თითოეული წევრისა და მხარდამჭერის გამარჯვება.

“მადლობას ვუხდი პარტიის 40-ათასამდე წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავე ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია”.

კახა კალაძე 55.603 პროცენტით იმარჯვებს, ნიკანორ მელიას 44.397 პროცენტი აქვს – თბილისში ყველა უბნის შედეგები დათვლილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები