LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

42
Copy of ART FM Talk With.

რადიო „ფორტუნას“ ეთერში გრძელდება გადაცემა ,,რას უსმენენ ცნობილები“ ნია მოძმანაშვილთან ერთად. სეზონის განმავლობაში არაერთი პროფესიის წარმატებულ ადამიანებს შევხვდით, რომლებმაც სიამოვნებით წარმოგვიდგინეს საყვარელი სიმღერების ჩამონათვალი და მასთან დაკავშირებული საინტერესო ამბებიც გვიამბეს. ამჯერად გადაცემას პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა, რომელიც თურმე წლების განმავლობაში რადიოწამყვანი ყოფილა.  უფრო მეტი შეგვიძლია  გადაცემიდან შევიტყობთ და შვიდი რჩეული სიმღერაც მოვისმინოთ.

ბატონო ალეკო, წლების განმავლობაში რადიოწამყვანი იყავით, გვესაუბრეთ ამის შესახებ,

დიახ, 18 წლის ვიყავი, როცა „პიკის საათში“დავიწყე მუშაობა. მახსოვს, პირველად უცხოეთის მიმოხილვა წავიკითხე და ასე არასდროს  მინერვიულია. შემდეგ იყო დილის ეთერი, ასევე ვმუშაობდი „რადიო 2 -ში“, მიმყავდა საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი იყო რადიო „აუდიენცია“, საბოლოო ჯამში, 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება გამოვიდა.

ალბათ საინტერესო იქნება პარლამენტის სხდომის შემდეგ, რადიოში საკუთარი გადაცემა რომ გქონდეთ,

არ ვიცი, მაგრამ რადიო ძალიან მიყვარს. ერთ ისტორიას გიამბობთ, 2008 წელს რეზერვში რომ წავედი, იქ გამომიცხადეს, რომ უნდა ვყოფილიყავი „მეკავშირე“, არადა წარმოდგენა არ მქონდა ტექნიკასთან, ტელეფონშიც კი მხოლოდ დარეკვა და სმს გაგზავნა ვიცი  და კი ვიფიქრე რა „მეკავშირეთქო“ და იცით რა მითხრეს? ბიოგრაფიას ჩავხედეთ და გიწერია რადიოში მუშაობდიო… მერე დავიწყე ახსნა, რომ რადიოში მხოლოდ ვლაპარაკობდი და ტექნიკასთან არანაირი შეხება არ მქონია.

რაც შეეხება შვიდეულს, ბატონო ალეკო, რომელი სიმღერით იწყება გადაცემა?

სიმართლე რომ გითხრათ, არ ვარ დიდი მელომანი და ვერ ვიტყვი, რომ 24 საათი მუსიკას ვუსმენ, მაგრამ როცა სადმე მივდივარ, მაგალითად მიყვარს ტყეში სიარული, ციხე-სიმაგრეების დათვალიერება, აი იქ პერიოდულად მაქვს ჩართული. ხშირად ვუსმენ ერთსა და იმავე სიმღერებს, რომელიც კონკრეტულ ამბებთან არის დაკავშირებული. Coolio – Gangsta’s Paradise, ეს ის სიმღერაა, რომელიც ჩემს ახალგაზრდობას უკავშირდება და მაშინ ძალიან პოპულარული იყო. მახსოვს, როცა საქართველოში ჩამოვიდა, ძალიან მინდოდა მის კონცერტზე წასვლა, თუმცა ბილეთის ფული არ მქონდა.

7.

რაც შეეხება მეექვსე ადგილს. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დამთავრდა და დაიწყო ახალი ერა, სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად მაიკლ ჯექსონი. მართლა საოცრება იყო მისი შესრულება და ცეკვის მანერა, მითუმეტეს იმ დროს ეს ყველაფერი უცხო ხილი იყო. ყველაზე მეტად მომწონს billie jean, ამიტომ მეც თქვენთან ერთად სიამოვნებით მოვუსმენ.

6.

მეხუთე ადგილზე წარმოგიდგენთ ძალიან მაგარ ბიჭებს სიმღერით it’s alright.

5.

სიმართლე გითხრათ, არ მომწონს, როცა ქართველი მომღერლები ინგლისურად მღერიან. რატომღაც მგონია, რომ ყალბი და ხელოვნურია, თუმცა არის იშვიათი გამონაკლისები და ასეთია სერგი გვარჯალაძის artificial love. ვიცი ახალგაზრდებმაც ჩაწერეს ეს სიმღერა, არ მინდა მათ ვაწყენინო, მაგრამ მე ძველი ვერსია მირჩევნია. ჩემთვის ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა და იშვიათი გამონაკლისია, რომ ქართველი ინგლისურად ასე კარგად მღეროდეს.

4.

რაც შეეხება შემდეგ სიმღერას, ნიაზ დიასამიძე ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებელია. როცა „რადიო 2“-ში ვმუშაობდი, მაშინ დავესწარი მათი პირველი ალბომის ჩაწერას. „მე ვზივარ ნავში“  -ამ სიმღერის ჩაწერისას, იქ ისე ციოდა თუ გახსოვთ ერთი ჩახველებაა და სწორედ სიცივის გამო ჩაახველა, რაც მერე დატოვეს. სხვათა შორის, მაშინ აღმოვაჩინე, რომ ნიაზმა ნოტები არ იცოდა და იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ასე გავიდა ფონს. არ ვიცი ახლა ისწავლა თუ არა, მაგრამ ძალიან კარგი მომღერალია.

ბატონო ალეკო, როგორია თქვენი მუსიკალური შესაძლებლობები, რაიმე ექსპერიმენტში, ხომ არ მიგიღიათ მონაწილეობა?

სხვათა შორის, ერთხელ ტელეკომპანია „იმედმა“ შემომთავაზა და ჯგუფი ,„ბანის“ სიმღერის საახალწლოდ ჩაწერა, შემდეგ  რაღაცები შეიცვალა და აღარ გამოვიდა. კი ვსწავლობდი იმ ტექსტს მაგრამ … არც სმენა მაქვს, არც ხმა. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ორი ამბავი მაქვს და თუ გნებავთ ერთს მოგიყვებით, როცა დავდიოდი გიტარაზე, იმ დროს ძალიან ბეჯითად ვსწავლობდი. დღესაც დაკვრას, რომ დავიწყებ, ბევრს ჰგონია, რომ ძალიან კარგად ვიცი… ერთხელ ჩემს პედაგოგს ვეუბნები, ესენი რომ არ გადავრთო და ისე დავუკრა არ შეიძლება მეთქი? კივილით გამაგდეს… ამით დამთავრდა ჩემი მუსიკასთან შეხება.

3.

ხომ არის სიმღერები, რომლის ყოველ მოსმენაზე სხვადასხვა შეფასება გაქვს, ხან მოგწონს ხან არა, მაგრამ გოგი ცაბაძის „თბილისოს“ რომ მოვუსმინე, მაშინვე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, თან ძალიან პატარა ვიყავი და მას შემდეგ ხშირად ვუსმენ. როგორც მაშინ მომეწონა, ისე მომწონს მთელი ცხოვრება. მეგობრების დღიურები რომ იყო, კითხვაზე „საყვარელი სიმღერა“, სწორედ ამ სიმღერას ვწერდი ხოლმე. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ პირადად გამეცნო, გია ყანჩელი გავიცანი და ძალიან ბედნიერი ვარ.

2.

ბატონო ალეკო, რადგან თბილისი ახსენეთ, აქვე ჩაგეკითხებით, როგორც ვიცი, წიგნის გამოშვებას აპირებთ,

დიახ, რამდენიმე წიგნი მაქვს დაწერილი და ახლა მაქვს გეგმაში გამოვცე წიგნი-ქალაქებზე. ქალაქები, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა იყო რკინიგზის გაყვანა, ამან ყველაფერი შეცვალა და გაჩნდა ახალი ქალაქები სენაკი, სამტრედია, ხაშური… იმედია ამ ყველაფერზე დავწერ წიგნს.

როგორც ვიცი  სპეციალურად ამ გადაცემისთვის ჩამოხვედით თბილისში და ვფიქრობ, საინტერესო გადაცემა გამოვიდა, ბოლოს გვითხარით, რომელია პირველ ადგილზე გასული სიმღერა?

არ არსებობს დავიწყო მუსიკის მოსმენა და არ მოვუსმინო ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას „დაიგვიანე“, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.

1.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g