საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით “წადი!” “წადი!” შეხვდნენ.
ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ მოუსმინონ პრემერ-მინისტრს.
“ჩემთვის ჩირის ფასია სკამი და კაბინეტი. ჩემთვის ძალიანი მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება პოვოს. ამიტომ გთავაზობთ, ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში,”-განაცხადა პრემიერმა.
აქციის მონაწილეებმა გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს. პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით პრემიერმინისტრი მთავროიბის ადმინისტრაციაში საგანგენბო ბრიფინგს გამართავს.
