უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს! – ამის შესახებ “ფეისბუქზე“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე წერს.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან“ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს ანა წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა.
პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ასევე მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ – ანა წითლიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს