პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ პარტიაში დაუდასტურეს.
მათივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.
„ზურა ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდეც მიმართა სადეპუტატო მანდატის გაუქმების თხოვნით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია“. – განუცხადეს „ფორტუნას“ პარტიაში.
ცნობისთვის, პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სადეპუტატო მანდატს ტოვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი.