ლეგენდარული ბრენდის „ოსკარ დე ლა რენტას“ საქორწილო კაბების ახალი კოლექცია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია დეტალები. Fall 2022 Bridal ასე ჰქვია ახალ საქორწილო კაბების კოლექციას, რომლის ფოტოები უკვე გავრცელდა ინტერნეტში და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. აქ არის როგორც კლასიკური კაბების ულამაზესი არჩევანი, ასვე თანამედროვე და ძალიან ორიგინალური კაბები, რომლებიც გულგრილს ვერავის ტოვებს.
როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, ამ კოლექციაში ყველაზე ლამაზი, მოკლე საქორწილო კაბაა, რომელიც ყვავილებით არის გაფორმებული. ის ამავე დროს კოქტეილის კაბის ასოციაციასაც დაგიტოვებთ. ბისერები, აბრეშუმი, ხელნაკეთი ყვავილები, ეს ის დეტალებია, რომლებითაც ბრენდმა კაბების სრულიად ახალი, გასაოცარი კოლექცია შექმნა.