საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში მისი სახელით მორიგი მიმართვა ვრცელდება.
მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ერთი დღით თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამის შემდეგ ისინი გამარჯვებულები წავლენ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, როდის იქნება ეს დღე, ის ამის შესახებ, მოქალაქეებს რამდენიმე დღით ადრე შეატყობინებს.
„დიდი მადლობა ყველას ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას.
ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება, თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.