პარლამენტის ყოფილ დეპუტატი, გოკა გაბაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მოვიდა, აცხადებს რომ პარლამენტში არ უშვებენ.
როგორც გაბაშვილი განმარტავს, მის სახელზე საშვი თავად ელენე ხოშტარიამ და ასევე, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ დაუშვეს, თუმცა გაბაშვილი საშვთა ბიურომდე მისვლასაც ვერ ახერხებს.
„უკანონოდ და უზნეოდ მეუბნებიან, რომ პარლამენტში შესვლის უფლება არა მაქვს იმის მიუხედავად, რომ საშვი დაშვებულია. არ ვიცი, რა პანიკაა – ერთკაციანი რევოლუციის მოწყობას არ ვაპირებ”, – გოკა გაბაშვილის აღნიშნულ კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
გუშინ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.