ახალი ავიაკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში -15 ივნისს, ავიაკომპანია UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა.
ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს ბათუმის მიმართულებით ორი ქალაქიდან ყაზანიდან და პერმიდან შეასრულებს:
- პერმი-ბათუმი-პერმი – სამშაბათი, პარასკევი;
- ყაზანი-ბათუმი-უფა – ოთხშაბათი, შაბათი.
UVT Aero აღნიშნულ მარშუტებზე ფრენებს CRJ-200 ტიპის ავიახომალდებით განახორციელებს.