LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავაქცინირებულ პირებს არ შეეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები – ბიზნესასოციაცია

114
publika.ge-green-pass-1024x576

საქართველოს ბიზნესასოციაცია „მწვანე პასპორტების“ შემოღებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის საკმაოდ დროული, ვინაიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მწვანე სტატუსი“ არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული.

„მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული „მწვანე სტატუსი“ არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული, ვინაიდან სტატუსის მოპოვება შესაძლებელია როგორც ვაქცინაციის, ასევე შესაბამისი ტესტირების ჩატარებისა და კოვიდვირუსის გადატანის შემთხვევაში. ასევე მიგვაჩნია, რომ ობიექტების ჩამონათვალიც საკმაოდ სამართლიანად არის წარმოდგენილი და არავაქცინირებულ პირებს არ შეეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

„მწვანე პასპორტების“ ამოქმედება არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პოზიტიური მაგალითი და ვიმედოვნებთ, რომ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს. აღნიშნული რეგულაციის შემოღებამ საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და იმედია, რომ ამ მექანიზმის ამოქმედებითა და აღსრულებით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება. აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს და მასში დასაქმებულ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად,“ – ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები