ლოს-ანჯელესში, ლეონარდო დიკაპრიოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე LACMA Art + Film, მილიარდერის, ჯეფ ბეზოსიც იმყოფებოდა. „ამაზონის“ 57 წლის დამაფუძნებელი წვეულებას მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად დაესწრო და სწორედ სანჩესი გახდა საღამოს მთავარი გმირი.
პრინცი ჩარლზი და ლეონარდო დიკაპრიო ერთმანეთს გამოფენაზე შემთხვევით შეხვდნენ
კამერების ობიექტივში მოხვდა კადრი, როცა ჯეფ ბეზოსის ცოლი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება და იმდენად აღფრთოვანებულია, რომ მასთან ღია ფლირტს იწყებს. კადრში ჩანს, რომ თავად ლეო ამ სიტუაციაში თავს უხერხულად გრძნობს, ისევე როგორც ბეზოსი. თავად ლორენსითვის კი ეს შეხვედრა იმდენად ემოციური იყო, რომ არც მეუღლისთვის მიუქცევია ყურადღება, რომელიც ლეოსგან მის გარიდებას ცდილობდა.