LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ძაბირაძე: “ოპოზიციასთან და ადვოკატებთან მაქვს კითხვა, იქნებოდა თუ არა სააკაშვილი სასამართლო დარბაზში, ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?”

260
gedgsgs

პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანაზე უარი თქვა, მიზეზად კი მოსალოდნელი რისკები დაასახელა.

დღის განმავლობაში არაერთი აქცია გაიმართა სხვადასხვა უწყებასთან: ესენია იუსტიციის სამინისტრო, სუს-ი და ჯანდაცვის უწყება.

თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.

კადრები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან: “ყველაფრის უფლებას გვართმევთ ხომ? ლაივის უფლება მაინც მიეცით…”

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა – მესამე პრეზიდენტი სატელეფონო ზარების უფლებით ისარგებლებს

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია მთელი დღის განმავლობაში ყურადღების ცენტრში, თქვენ როგორ ხსნით პენიტენციური სამსახურის უარს რომელმაც არ დააკმაყოფილა, დაცვის მხარის მოთხოვნა სააკაშვილი დასწრებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესს? უნდა ყოფილიყო თუ არა ბრალდებული დღეს სასამართლო პროცესზე, თქვენი შეფასებით?

პენიტენციური სამსახურის განმარტება: რატომ არ გადაყავთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

„პრობლემა იმაშია, რომ ეს სასამართლო პროცესი არ არის მოწყვეტილი იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ საპროტესტო აქციები, არამედ პოლარიზებული გარემო, დაპირისპირება, უნდობლობა და ა.შ

როდესაც დღეს განვიხილავთ კერძო ერთ საკითხს, იქ შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა.

მაგრამ, თუ მთლიანად კომპლექსში განვიხილავთ ამ თემას მაშინ ცოტა სხვაგვარი სურათი იკვეთება.

დღეს სააკაშვილი წარმოადგენს ერთგვარ სამიზნეს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებული არასახელმწიფოებრივი ძალებისთვის, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული ძალებისთვის, რომლებიც დესტაბილიზაციის მომხრენი არიან.

მეორე მხრივ, ერთი რამ მაინც უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს ყოველთვის იყო იმის ალბათობა, რომ მომხდარიყო პროვოცირება და არაერთხელ მომხდარა. ამიტომ გასაგებია, რომ თუ სააკაშვილის ბადრაგირება მოხდებოდა, პროვოცირების ალბათობა იყო ძალიან მაღალი.

მე გულწრფელად მჯერა დავუშვათ, ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერის,  რომ ისინი მიისწრაფვიან რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად და არანაირ დაგეგმვებს შეიძლება არ აპირებდნენ, მაგრამ როდესაც არის ამხელა მასა, დღეს ვნახეთ თუნდაც სასამართლოს შენობასთან რამდენიმე პროვოკატორის და მე ვიტყოდი რამდენიმე ათეული პროვოკატორის ჩასმა თავისუფლად შეიძლებოდა.

თუ ერთხელ წყალი აიმღვრა მერე იმის გარჩევა თუ ვინ რას გააკეთებს ამას კაციშვილი ვერ გაიგებს.

ნაწილი ოპოზიციის წარმომადგენლების თვლის, რომ ხელისუფლება შეშინებულია, მათ ეშინიათ სააკაშვილის სასამართლომდე მიყვანის.

ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა, ადვოკატების შეფასებით, ეს ნიშნავს, იმას რომ ხელისუფლება ელის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას, რათა ის ვერ გამოცხადდეს ფიზიკურად პროცესზე.

თქვენ თუ ხედავთ შიშის ფაქტორს ბატონო ვახტანგ ხელისუფლებაში?

„მე ვთვლი, რომ ხელისუფლებას უფრო ღიად უნდა გაეკეთებინა განცხადებები რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოსალოდნელი შედეგები თუ ის სააკაშვილს ბადრაგის თანხლებით გადაიყვანდა პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლო დარბაზში.

მეორე მხრივ, იქნებოდა თუ არა სააკაშვილი სასამართლო დარბაზში, ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? ოპოზიციასთან და ადვოკატებთან მაქვს კითხვა.

რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის რომ პროცესი წარიმართოს?

აქ პრობლემა რა არის? სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება მან თავისი აზრი გამოთქვას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გეოგრაფიულად იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში თუ, არ იქნება ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მე ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას კი არ შეეშინდა, ხელისუფლება არის გაცილებით ფრთხილი.

ყველანაირი პროცესის შედეგზე საბოლოო ჯამში პასუხს ხელისუფლება აგებს და არა ვინმე სხვა.

ბასილაია მოსამართლეს: ახლავე ატეხეთ განგაში, უზრუნველყავით სასამართლო სხდომის დარბაზში სააკაშვილის მოსვლა

აქციების მიმართულებითაც მინდა გკითხოთ, როგორც ვნახეთ თბილისში დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი აქცია გაიმართა, იყო დაკავებებიც, ჯამში 46 ადამიანი დააკავეს, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ  “ნაციონალური მოძრაობა” აქციას ხვალ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამართავს.

ვადევნებთ თვალს პერმანენტულ აქციებს, „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მიდიან სხვადასხვა უწყებასთან, იმართება რამდენიმე საათიანი აქცია, მაგრამ საბოლოო ჯამში აქციები იშლება, რას აძლევს ოპოზიციას ბატონო ვახტანგ საპროტესტო აქციები და რა შედეგზე შეიძლება გავიდნენ ისინი ამ აქციებით?

„შედეგზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია, ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება და რა ხასიათს მიიღებს ეს აქციები.

ზოგადად გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია თვლის, რომ არჩევნები ისევ გააყალბეს, თვლის, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ა.შ აქციები სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო.

არჩევნებამდე ვვარაუდობდით, რომ ნებისმიერი სიტუაციაში აქციები გაიმართებოდა.

აქციები გაიმართებოდა თუნდაც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით.

დღესაც დგას ეს საკითხი, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

როგორ აფასებთ პროცესებს, არის ეს პოლიტიკური კრიზისი და რაში ხედავთ გამოსავალს, რა განმუხტავს არსებულ დაძაბულ ვითარებას ქვეყანაში?

„ჯერჯერობით რთულია იმის თქმა რა განმუხტავს სიტუაციას, მაინც ახალია, თავიდან დაიწყო ეს პროცესი, შარშან ნოემბრის, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო აქციები, შემდეგ ეს მინელდა.

არ ვიცი, რთული სათქმელია რა განმუხტავს პროცესს. იმის თქმა, რომ პროცესი მალე დასრულდება, ესეც გაუგებარია. პროცესი ახლა ყალიბდება. ის რაც ხდებოდა დღეს, რომ დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი, ეს ამ აქციების თანამდევია. თუ ამის ზღვარს იქით არ გადავა პროცესი, არასასიამოვნოა ბუნებრივია, მაგრამ არაფერი სახიფათო არაა.

არ ვიცი რა სახეს მიიღებს პროცესი, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორებზე. ასევე რა თქმა უნდა, ასევე ხელისუფლებაზე. მე მგონია, რომ ხელისუფლება უფრო მოქნილი უნდა გახდეს, იმიტომ რომ არჩევნები დასრულდა, ერთი ეტაპი დასრულდა, დღეს სხვაგვარად უნდა იქცეოდეს ხელისუფლება ჩემი აზრით, უფრო დიპლომატიურიც უნდა იყოს და უფრო მოქნილიც, თუნდაც განცხადებების გაკეთების დროს,“-განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g