LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან: “ყველაფრის უფლებას გვართმევთ ხომ? ლაივის უფლება მაინც მიეცით…”

676
BeFunky-collage (1)

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას გიგი უგულავა ბრალდებულის სტატუსით ესწრება.

ცოტა ხნის წინ, გიგი უგულავამ ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რის გამოც მოსამართლემ ის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ, გიგი უგულავამ მოსამართლეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სასამართლო სხდომაზე მედიის დასწრება სთხოვა.

“ადამიანი არ მოგყავთ, ხმის უფლება წაართვით, ყველაფრის უფლებას გვართმევთ ხომ?… პირდაპირ ილუსტრაცია მოახდინეთ, რომ თქვენ არ ხართ თავისუფალი გადაწყვეტილებაში, რადგან ამ შემთხვევაში საჯაროობა ყველაზე მთავარია სასამართლოს რეპუტაციისთვის.

თქვენთვის უკეთესი არ არის ქალბატონო მოსამართლემ, რომ საჯარო იყოს? ლაივის უფლება მაინც მიეცით, რატო არ შეუძლია სიგნალი მისცეს, ან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცს ეს პროცესი? რატომ არ შედის საჯაროობა თქვენს ინტერესში?” – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.

 

 

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე.

პენიტენციური სამსახურის განმარტება: რატომ არ გადაყავთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

უფლებადამცველები ითხოვდნენ, მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში ჩატარებულიყო და მას ექსპრეზიდენტი დასწრებოდა.

ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, სააკაშვილის პროცესი სასამართლოშივე შედგეს

საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს.

ვრცლად – ფოტო/ვიდეო: მოქალაქეები საყვირებით გამოხატავენ სააკაშვილის მხარდაჭერას – საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

mazda magti 5g